რეჯეფ თაიფ ერდოღანი კორონავირუსის საფრთხის გამო უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი კორონავირუსის საფრთხის გამო უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კორონავირუსის საფრთხის გამო უცხოეთში დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უხოეთში ვიზიტებს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შემდეგ შეძლებენ. გარდა ამისა, სპორტული ღონისძიებები აპრილის ბოლომდე მაყურებლის გარეშე, პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით გაიმართება.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სკოლებში სწავლა დროებით შეწყდა. 23 მარტიდან კი მოსწავლეები დისტანციურად სწავლას განაგრძობენ. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, 16 მარტიდან სწავლა სამი კვირით შეწყდება.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა ფიქსირდება.