რეჯეფ თაიფ ერდოღანი – იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 16 წლის პირი, მის შესაძლო კავშირებს ვიკვლევთ
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის ქალაქ იზმირში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ჩვენი ორი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა. დამნაშავე, 16 წლის პირი დაკავებულია. მის შესაძლო კავშირებს ვიკვლევთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს ბრძოლას იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.
ცნობისთვის, თურქეთის ქალაქ იზმირში პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი 16 წლის ახალგაზრდაა, რომელიც დაკავებულია.