რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელს ჩვენ მსოფლიოში ომის დამნაშავედ გამოვაცხადებთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელს ჩვენ მსოფლიოში ომის დამნაშავედ გამოვაცხადებთ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ღაზაში ისრაელის თავდასხმებს ხოცვა უწოდა და აღნიშნა, რომ ამაში ისრეალის დასავლელი მოკავშირეები არიან მთავარი დამნაშავეები.

„ისრაელს ჩვენ მსოფლიო ომის დამნაშავედ გამოვაცხადებთ. ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ჩვენ ისრაელს მსოფლიოს გავაცნობთ, როგორც ომის დამნაშავეს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის არ მიიჩნევს „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ აქციაზე მილიონზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. აქცია ათათურქის აეროპორტში გაიმართა.