რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი უნდა გავიდეს სირიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგები უარყოფითად აისახება ყველაზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი უნდა გავიდეს სირიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგები უარყოფითად აისახება ყველაზე

ისრაელი უნდა გავიდეს სირიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგები უარყოფითად აისახება ყველაზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ძალებმა, რომლებიც თავს ესხმიან სირიის მიწებსა და ხალხს, განსაკუთრებით ისრაელმა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს აგრესიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგები, რაც გამოვა, უარყოფითად აისახება ყველაზე“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, სადაც გენოციდი და ხოცვა-ჟლეტა გრძელდება 15 თვის განმავლობაში, შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთელ რეგიონში.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივიღებთ დადებით სიახლეებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.