რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ სტამბოლში პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ სტამბოლში ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, უმასპინძლოს პუტინისა დ ზელენსკის შეხვედრას სტამბოლში. როგორც ერდოღანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საკითხისადმი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მიდგომა პოზიტიურია.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ნეგატიურ ტენდენციას პოზიტიურად ვაქცევთ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქული მედიის ცნობით, დღეს დაგეგმილია თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი. გუშინ თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.