რეჯეფ თაიფ ერდოღანი იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს, თეოფილე III-ს შეხვდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს, თეოფილე III-ს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს, თეოფილე III-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის დოლმაბაჰჩეს სასახლეში იერუსალიმის პატრიარქს თან ახლდა დელეგაციაც.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორი ბურჰანეთინ დურანი და თურქეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღათაი კილიჩი.

შეხვედრის დასასრულს ერდოღანმა და იერუსალიმის პატრიარქმა საჩუქრები გაცვალეს.

შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ოფიციალურ პირებს არ გაუვრცელებიათ.