რეჯეფ თაიფ ერდოღანი - იდლიბში ჩვენი სადამკვირვებლო პოსტების გათავისუფლებას თვის ბოლომდე ვგეგმავთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - იდლიბში ჩვენი სადამკვირვებლო პოსტების გათავისუფლებას თვის ბოლომდე ვგეგმავთ

თურქეთი იდლიბში სირიის სამთავრობო ძალებს სადამკვირვებლო პოზიციებიდან მიმდინარე კვირას გააძევებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენი სადამკვირვებლო პოსტების გათავისუფლებას მიმდინარე თვის ბოლომდე ვგეგმავთ“, – განაცხადა ერდოღანმა მმართველი პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

იდლიბში, ბოლო სამი თვის განმავლობაში სირიის სახელისუფლო ძალებსა და თურქეთის მხარადჭერით მოქმედ ამბოხებულებს შორის საომარი მოქმედებების გამო ერთ მილიონამდე სირიელმა საცხოვრებელი დატოვა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბაშარ ასადის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ.

ანკარამ თურქეთთან სასაზღვრო რეგიონში დამატებით ათასობით ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა.