რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა

სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღინსა და „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.

ამასთან, ერდოღანის თქმით, „პალესტინელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმოქმედონ ერთიანად“.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ თურქეთის ლიდერი ისმაილ ჰანიეს პირველად შეხვდა.