რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გვინდა, 2026 წელს ნატო-ს სამიტს თურქეთში ვუმასპინძლოთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გვინდა, 2026 წელს ნატო-ს სამიტს თურქეთში ვუმასპინძლოთ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს სურს, უმასპინძლოს 2026 წლის ნატოს სამიტს. ამის შესახებ ერდოღანმა ჰააგაში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ გვინდა, ვუმასპინძლოთ ნატო-ს სამიტს თურქეთში 2026 წელს. ჩვენ გავმართავთ სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს ჩვენს მოკავშირეებთან, ლიდერებთან მოკავშირე ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანმა ნატო-ს ფარგლებში თავდაცვის საშუალებების ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების გაუქმება მოითხოვა.

„არ მიგვაჩნია სწორად მოკავშირეებს შორის თავდაცვის პროდუქტებით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება. ეს დაბრკოლებები და შეზღუდვები უნდა გაუქმდეს, რაც შეიძლება მალე, ყოველგვარი „მაგრამ“-ის და „თუ“-ს გარეშე“, – განაცხადა ერდოღანმა.