რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზაში რაც ხდება, არის ომის დანაშაული, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზაში რაც ხდება, არის ომის დანაშაული, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ

ღაზაში რაც ხდება, არის ომის დანაშაული, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ვინც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით უნდა გასამართლდეს. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება გამართლება ისრაელის თავდასხმების, რომლის დროსაც 16 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.

„მოვლენების ბოლო განვითარებამ ჩვენ კვლავ დაგვანახა 1967 წლის საზღვრების საფუძველზე დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მნიშვნელობა, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში. თურქეთი მზად არის, აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა მის ჩამოსაყალიბებლად და უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.