რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზაში ისრაელის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზაში ისრაელის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ერდოღანმა კატარში ვიზიტისას განაცხადა.

„თურქეთის პრიორიტეტია, რომ უზრუნველყოს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება ღაზაში. ნეთანიაჰუ საფრთხის ქვეშ აყენებს რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რომ გაახანგრძლივოს თავისი პოლიტიკური ცხოვრება“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ერდოღანი მიესალმება კატარის ძალისხმევას ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების გასახანგრძლივებლად.