რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზასა და ლიბანში სიონისტი მკვლელები აგრძელებენ სისხლისღვრას, ვიდრე შავ ზღვაში პრობლემები გრძელდება, ვხედავთ, როგორ თამაშობენ ახალ თამაშებს ხმელთაშუა ზღვაში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზასა და ლიბანში სიონისტი მკვლელები აგრძელებენ სისხლისღვრას, ვიდრე შავ ზღვაში პრობლემები გრძელდება, ვხედავთ, როგორ თამაშობენ ახალ თამაშებს ხმელთაშუა ზღვაში

ღაზასა და ლიბანში სიონისტი მკვლელები აგრძელებენ სისხლისღვრას, არღვევენ ყველა კანონს, წესსა და პრინციპს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რეგიონი ახლა ირანის წინააღმდეგ თავდასხმების „მძიმე ეკონომიკურ ფასს“ იხდის, მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომიც არ დასრულებულა.

„ჩვენ ისეთ დღეებში ვცხოვრობთ, როდესაც რაკეტებისა და ბომბების ხმა ბავშვების ტირილს ახშობს. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება ხვალ, სად გაისვრის იარაღი. როგორც ხედავთ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე ჩვენი რეგიონი ირანზე თავდასხმების მძიმე ეკონომიკურ ფასს იხდის. ღაზასა და ლიბანში სიონისტი მკვლელები აგრძელებენ სისხლისღვრას, არღვევენ ყველა კანონს, წესსა და პრინციპს. პრობლემები ვიდრე გრძელდება შავ ზღვაში, ჩვენ ვხედავთ, როგორ იქმნება ახალი სქემები და როგორ თამაშობენ ახალ თამაშებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.