რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, გახსნას უნივერსიტეტები, სადაც მხოლოდ ქალები ისწავლიან
რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, გახსნას უნივერსიტეტები, სადაც მხოლოდ ქალები ისწავლიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახალი ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტს უნივერსიტეტების გახსნა სურს, სადაც განათლებას მხოლოდ მდედრობითი სქესის სტუდენტები მიიღებენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მაგალითად კი დიდი ოცეულის სამიტიდან დაბრუნებულ პრეზიდენტს იაპონია მოჰყავს, სადაც ქვეყანაში არსებული 800-მდე უნივერსიტეტიდან 10% მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მსგავსი პრაქტიკა თურქეთს ადრე გააჩნდა, თუმცა შემდეგ გოგონებისა და ბიჭების სწავლება გაერთიანდა. თურქეთის პრეზიდენტმა განათლების მინისტრს ამ მიმართულებით მუშაობა დაავალა.