რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ფაშისტური პრაქტიკა ჩრდილს აყენებს უკრაინის ლეგიტიმურ ბრძოლას რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და სიძულვილის კლიმატს აღვივებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ფაშისტური პრაქტიკა ჩრდილს აყენებს უკრაინის ლეგიტიმურ ბრძოლას რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და სიძულვილის კლიმატს აღვივებს

ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინას და ასევე, არ ვეთანხმებით რუსი ხალხის, ლიტერატურის, სტუდენტებისა თუ მხატვრების წინააღმდეგ „კუდიანებზე ნადირობის“ მსგავს ქმედებებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა მიუნხენის ფილარმონიის მიერ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისთვის რუსი დირიჟორის გათავისუფლებაზე საუბრისას.

„ფაშისტური პრაქტიკა ჩრდილს აყენებს უკრაინის ლეგიტიმურ ბრძოლას რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და სიძულვილის კლიმატს აღვივებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა საომარ ზონებთან დაკავშირებით არასაკმარისი მოქმედებების გამო საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო გააკრიტიკა.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკრაინაში მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას უზრუნველყოფს.