რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი წევრობა, გაერთიანების მომავლის თვალთახედვით, ონტოლოგიური არჩევანი იქნება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი წევრობა, გაერთიანების მომავლის თვალთახედვით, ონტოლოგიური არჩევანი იქნება

ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი წევრობა, გაერთიანების მომავლის თვალთახედვით, ონტოლოგიური არჩევანი იქნება. ბრექსიტთან დაკავშირებული მზარდი გაურკვევლობა მხოლოდ თურქეთის მიერ ევროპულ ოჯახში დამსახურებული ადგილის დაკავებით შეიძლება გადაიჭრას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. მისი თქმით, თურქეთი მზად არის გრძელვადიანი პერსპექტივების გამოყენებით ევროკავშირთან „პოზიტიური დღის წესრიგი“ შექმნას, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირთან საჭირო ურთიერთობის დაბრუნებას. ერდოღანის განცხადებით, ის ელჩებისგან თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი ფურცლის გადასაშლელად მხარდაჭერას ელის.

თურქეთის პრეზიდენტმა მიმართვისას ოფიციალურ პირებს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

ერდოღანის განცხადებით, რეგიონის გრძელვადიანი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი კონკურენციის სივრციდან თანამშრომლობის სივრცედ უნდა გარდაიქმნას.

„2021 წელს ჩვენს ხელშია ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობის წარმატებული გარდაქმნა“, – განცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში გამართულ შეხვედრაზე.

თურქეთი 2005 წლიდან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, თუმცა ამ მიმართულებით პროგრესი წლების განმავლობაში შეფერხებულია.