რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ეუთო ან ევროკავშირი არ ჩასულან​ ჯაბრაილში, რადგან ნახავენ, რა დაუშავა დასავლეთმა ყარაბაღს საოკუპაციო პროცესში მხარდაჭერით, აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნა და მათი კუთხეში მოქცევა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ეუთო ან ევროკავშირი არ ჩასულან​ ჯაბრაილში, რადგან ნახავენ, რა დაუშავა დასავლეთმა ყარაბაღს საოკუპაციო პროცესში მხარდაჭერით, აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნა და მათი კუთხეში მოქცევა

სომხეთის მხრიდან ოკუპაციის დროს ყარაბაღის რეგიონის განადგურება საერთაშორისო სასამართლოს უნდა წარედგინოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანში სტუმრობის დროს განაცხადა.

ქალაქ ზანგილანის აეროპორტის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მზადაა აზერბაიჯანს გვერდით დაუდგეს ყველა სექტორში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, მწვანე ენერგეტიკასა და ჭკვიანი ქალაქების კონცეფციაში, როგორც ყარაბაღის სამოქმედო გეგმის ნაწილი.

ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, რომელმაც აზერბაიჯანის გეგმით, სომხეთის გავლით აზერბაიჯანი და ნახიჩევანის ავტონომიური რეგიონი უნდა დააკავშიროს, ერდოღანმა განაცხადა, რომ „შიში საჭირო არ არის.“

„ახლა ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ ვიყურები. რა გაუკეთეს ჯაბრაილს ოკუპაციის პერიოდში? ალიევს ვკითხე, ეუთო ან ევროკავშირი მოვიდა აქ? მან თქვა: არა, არ ჩამოსულან. რატომ არ მოვიდნენ? იმიტომ, რომ საკუთარ სირცხვილს დაინახავენ. ისინი ნახავენ, რა დაუშავა დასავლეთმა აქ ჯაბრაილს და მთელ ყარაბაღს საოკუპაციო პროცესში მხარდაჭერით. აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნა საერთაშორისო სასამართლოში მათი მიყვანით. აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნით მათი კუთხეში მოქცევა. აუცილებელია დასავლეთის ხელახლა გაცნობა მსოფლიოსათვის. ზანგეზურის გზა ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობას, სიმშვიდესა და სტაბილურობას და უზრუნველყოფს სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს ყველა ქვეყნისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთ-ცენტრალური დერეფნის მარშრუტზე კასპიის გადაკვეთით“, – თქვა ერდოღანმა.