რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დონალდ ტრამპთან და რეგიონის ლიდერებთან ღაზის საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური იყო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დონალდ ტრამპთან და რეგიონის ლიდერებთან ღაზის საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური იყო

დონალდ ტრამპსა და რეგიონის ლიდერებთან ღაზის საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური იყო, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან, ძალიან პროდუქტიული და პოზიტიური შეხვედრა. კმაყოფილი ვარ – დაე, შედეგი სასარგებლო იყოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მალე შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდება.

„სავარაუდოდ, საბოლოო დეკლარაცია მალე გამოქვეყნდება. ტრამპისა და კატარის ემირის, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანის განცხადებებით, დღევანდელი შეხვედრის შედეგი ცნობილი გახდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დონალდ ტრამპმა არაბული ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის კატარის, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ინდონეზიისა და პაკისტანის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ტრამპის თქმით, ეს შეხვედრა ღაზაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.