რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, დღესვე ბაქოში თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილხამ ალიევი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ საბჭოს სხდომაზე ანკარასა და ბაქოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პრესპექტივა განიხილება.