რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ზომებს მივმართავთ გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკის თავს მოხვევისა და ლგბტ მოძრაობების წინააღმდეგ, დათმობებს არ დავუშვებთ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკის თავს მოხვევისა და ლგბტ მოძრაობების წინaაღდეგ ზომებს მიმართავს. ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში კონფერენციაზე „ოჯახი, კულტურა და ხელოვნება“ განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა კონფერენციაზე ოჯახის ინსტიტუტის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ჩვენ ზომებს მივმართავთ გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკის თავს მოხვევისა და ლგბტ მოძრაობების წინააღმდეგ, არ დავუშვებთ დათმობებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ამჟამად დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას, რადგან, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, შობადობის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 1,48-მდე დაეცა. ერდოღანის თქმით, კლებადი შობადობა საგანგაშოა ქვეყნის მომავლისთვის.