რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ გვინდა, განვავითაროთ ურთიერთობა ევროკავშირთან, პერსპექტივით, რომელიც ორიენტირებულია სრული წევრობის მიზნებზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ გვინდა, განვავითაროთ ურთიერთობა ევროკავშირთან, პერსპექტივით, რომელიც ორიენტირებულია სრული წევრობის მიზნებზე

ჩვენ გვინდა, განვავითაროთ ურთიერთობა ევროკავშირთან, პერსპექტივით, რომელიც ორიენტირებულია სრული წევრობის მიზნებზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ბოლო გასასვლელი ხიდის წინ არის თურქეთი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები გაიგებენ თურქეთის როლს სახეცვლილ სამყაროში და შესაბამისად განსაზღვრავენ სტრატეგიებს. მე მჯერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს გაგების ერთიანობა დამყარდება, თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები სწრაფად აყვავდება ყველა სფეროში“,- აღნიშნა ერდოღანმა.