რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა

ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება თურქეთს ომში არ ჩართავს.

„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელსაც ახასიათებს კრიზისები და ომები. ჩვენ შევძელით ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთის აშენება ამ გარემოში და უნდა შევინარჩუნოთ იგი. ჩვენ ვიბრძოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ომი არ მოვიდეს ამ მიწებზე. ამის ახსნა შემიძლია. ჩვენ არ ჩავრთავთ ჩვენს ქვეყანას ომში. ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა. ვიდრე აქ ვიქნებით, ამას არ დავუშვებთ. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული და გადამწყვეტი შუამავლობით დასრულდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.