რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბირთვული იარაღის ფლობაზე თურქეთისთვის დაწესებული შეზღუდვა მიუღებელია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბირთვული იარაღის ფლობაზე თურქეთისთვის დაწესებული შეზღუდვა მიუღებელია

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მიუღებელია სიტუაცია, როდესაც თურქეთს და სხვა განვითარებად ქვეყნებს არ აქვთ უფლება ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტებს ფლობდნენ.

ეს განცხადება ერდოღანმა თურქეთის ქალაქ სივაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით ქვეყნები, რომლებსაც უკვე აქვთ ბირთვული იარაღი, აქტიურ ზეწოლას ახორციელებენ სხვებზე, რათა მათ ბირთვული ტექნოლოგიები არ შეიძინონ.

ერდოღანი მიიჩნევს, რომ სიტუაცია, როდესაც თურქეთს ბირთვული ქობინებით აღჭურვილი იარაღის ფლობის უფლება არ აქვს, მისთვის მიუღებელია. ამათან თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ანკარა ბირთვული იარაღის შეძენას ან მის შექმნაზე მუშაობას.

ერდოღანმა ახსენა ისრაელიც, რომელსაც მისი თქმით „ვერავინ ეხება, რადგან მას ბირთვული იარაღი აქვს“.

თურქეთმა ხელი ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ ყოვლისმომცველ შეთანხმებას ხელი 1996 წელს მოაწერა.