რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ს არ აქვს უფლება, გოლანის მაღლობები ისრაელს გადასცეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ს არ აქვს უფლება, გოლანის მაღლობები ისრაელს გადასცეს

აშშ-ს არ აქვს იურისდიქცია და უფლება, გოლანის მაღლობები ისრაელს გადასცეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში გამართულ აქციაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება ისრაელის არჩევნებს უკავშირდება, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, გოლანის მაღლობებზე ისრაელის უფლებებს არ აღიარებს ევროკავშირი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რუსეთი და ჩინეთი.

„გაბედულად სიმართლის ლაპარაკი ჩვენი მოვალეობაა“, – თქვა ერდოღანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების განკარგულებას ხელი 25 მარტს მოაწერა.