რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ის მუქარის ენა სარგებელს არავის მოუტანს

13:25, 01.08.2018

აშშ-ის მუქარის ენა სარგებელს არავის მოუტანს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული ამერიკელი პასტორის საქმემ გაამწვავა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კომპრომისებს არ დაუშვებს.

„აშშ-ში ევანგელისტური და სიონისტური მენტალიტეტის შენიშვნები მიუღებელი იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის შეხვედრაზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებებს გამართავს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი