რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას უსაფუძვლოსა და ფაქტების საწინააღმდეგოს უწოდებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას უსაფუძვლოსა და ფაქტების საწინააღმდეგოს უწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას „უსაფუძვლო და ფაქტების საწინააღმდეგო“ უწოდა და განაცხადა, რომ ამას „დესტრუქციული გავლენა ექნება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბაიდენმა საუკუნეზე მეტის ხნის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიყენა არასამართლიანი ფრაზა, რომელიც ისტორიას არ ეფუძნება. ამან ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა. ეს საკითხები ისტორიკოსებს უნდა მივანდოთ და არა პოლიტიკოსებს. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარისგან არავითარი პასუხი არ არის. დასავლეთ პირფერობას ავლენს სომხეთის საკითხზე და ტერორისტულ ორგანიზაციებთან მიმართებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში, „სომხური ჯგუფები უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ“.

როგორც ერდოღანი განმარტავს, ამ სიტყვებს ის დოკუმენტებზე დაყრდნობით ამბობს, რომელიც თურქეთის არქივებში „მილიონობით ინახება“.

„რას ეყრდნობა ბაიდენი, არ ვიცი. თუ აშშ-ში ან ევროპაში არსებობს ასეთი არქივები, მზად არიან გახსნას ისინი? ჩვენ მზად ვართ. მოდით, შეისწავლეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.