რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში „ჰამასის“ ლიდერს, მუჰამედ ისმაილ დარვიშს შეხვდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში „ჰამასის“ ლიდერს, მუჰამედ ისმაილ დარვიშს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში „ჰამასის“ ლიდერს, მუჰამედ ისმაილ დარვიშს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის დირექტორი იბრაჰიმ კალინი, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალტუნი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღატაი ქილიჩი.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ „ჰამასის“ სხვა ლიდერებიც.

ანკარაში შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.