რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი იდლიბში თურქეთის პოზიციას განსაზღვრავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი იდლიბში თურქეთის პოზიციას განსაზღვრავს

რუსეთის პრეზიდენტთან დღეს საღამოს დაგეგმილი სატელეფონო საუბარი, იდლიბში თურქეთის პოზიციას განსაზღვრავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ვიდრე სირიის რეჟიმი იდლიბის მოსახლეობის მიმართ ტირანიას არ შეწყვეტს, თურქეთის იდლიბიდან გასვლის საკითხი არ განიხილება.

ერდოღანი თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში უსაფრთხოების ზონის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა იდლიბის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა მოხდეს. სირიაში შექმნილი კრიზისული ვითარება განიხილა დღესვე თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას.

ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი 5 მარტს, სტამბოლში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, ოთხმხრივი სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ.