რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის სკოლებში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან განახლდება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის სკოლებში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან განახლდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში სასწავლო პროცესი სექტემბერში განახლდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რამადანის დასრულებამდე ქვეყნაში კომენდანტის საათი ამოქმედდება.

„23,24,25 და 26 მაისს ყველა პროვინციაში, სახლდებიდან გასვლა აკრძალული იქნება. 15 პროვინციაში ჩასვლა კვლავ აკრძალული იქნება. 24 მაისს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე ქუჩაში გასვლას შეძლებენ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები“, – განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტის ინფორმაციით, 29 მაისიდან თურქეთში მეჩეთების ნაწილი გაიხსნება. საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს 15 ივნისიდან მიიღებენ, ხოლო სკოლებში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან აღდგება.