რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო ძალები სირიის ქალაქ მანჯიბში შევლენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის სამხედრო ძალები სირიის ქალაქ მანჯიბში შევლენ

თურქეთის სამხედრო ძალები სირიის ქალაქ მანჯიბში შევლენ, – ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ოპერაცია იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ტერიტორიიდან ქურთ მებრძოლებს არ გაიყვანს.

სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარას სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში მშვიდობა სურს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ქურთების „სახალხო თავდაცვის შენაერთი“ სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული ანტი-ტერორისტული კოალიციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ანკარაში  ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად მიიჩნევენ.

სირიაში მოქმედი ქურთი მებრძოლების საკითხი თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.