რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ რუსეთისგან იარაღის დამატებით შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნაადრევია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ რუსეთისგან იარაღის დამატებით შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნაადრევია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ჯერ ნაადრევია თურქეთის მიერ რუსეთისგან მეტი იარაღის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. ამის შესახებ მან ანკარაში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვხედავ, რომ თქვენ გაინტერესებთ რუსეთისგან იარაღის შესყიდვის საკითხი. არის იარაღი, რომელიც ჩვენ აქამდე შევიძინეთ. არსებული გარემოებების პირობებში, ნაადრევი იქნებოდა იმაზე საუბარი ახლა, თუ რას გვაჩვენებს მომავალი. ვნახოთ, რას მოიტანს პირობები“, – განაცხდა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთმა ყველაფერი გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მეგობრობა ბატონ ზელენსკისთან და ბატონ პუტინთან. თუმცა, ნება მიბოძეთ, ვთქვა, რომ როდესაც საქმე ეხება სანქციებს, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც აუცილებელია გაერთიანებული ერების ფარგლებში. რუსეთის მიუხედავად, ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინას, რაც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა არ გააკეთეს“, – აღნიშნა ერდოღანმა.