რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შევიდეს
თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით ისრაელში შევიდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინისთვის მსგავსი რაღაცების გაკეთება. როგორც ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ, შეიძლება, გავაკეთოთ იგივე მათთან. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ შევძლოთ ამ ნაბიჯების გადადგმა“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ინტერვენციაზე საუბრობდა.