რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი გაცვლითი კურსების სისტემას არ დანებდება

14:39, 20.08.2018

თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმა ლოცვისკენ მოწოდებაზე და დროშაზე თავდასხმას ნიშნავს, მიზნად კი ჩვენ მუხლებზე დაყენებას ისახავს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ვინც თურქეთის დამორჩილებას ტერორისტული ჯგუფების, მოღალატეებისა და შეთქმულებების გამოყენებით ცდილობს, მალე ნახავს, რომ ანკარა გაცვლითი კურსების სისტემას არ დანებდება.

ვიდეომიმართვაში თურქეთის პრეზიდენტმა ბიზანტიელებისა და ბერძნების წინააღმდეგ 1071 წლის მანასკერტისა და 1922 წლის დუმლუპინარის ბრძოლები გაიხსენა.

თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, თურქული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარი 7 ლირად იყიდებოდა, თუმცა ხელისუფლების ჩარევის შემდეგ, ლირა მცირედით გამყარდა.

მსგავსი