რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის ამბოხებული ოპოზიციის მთავარი მიზანი დამასკოს დაკავებაა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის ამბოხებული ოპოზიციის მთავარი მიზანი დამასკოს დაკავებაა

თურქეთის სურვილია, რომ სირიის ოპოზიციის მსვლელობა დამასკომდე შეუფერხებლად წარიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სირიის ამბოხებული ოპოზიციის მთავარი მიზანი დამასკოს დაკავებაა. ერდოღანმა იმედგაცრუება გამოხატა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ხელისუფლების მიმართ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ასადს სირიის მომავლის ერთობლივ განსაზღვრაზე ესაუბრა, თუმცა ასადისგან დადებითი პასუხი არ მიუღია.

თურქული მედია ვარაუდობს, რომ ანკარა გამოიყენებს დოჰაში გამართულ შეხვედრებს რუსეთსა და ირანზე ზეწოლისთვის, რათა ასადი მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.