რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მინსკის ჯგუფი სომხეთს შეიარაღებით ეხმარება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მინსკის ჯგუფი სომხეთს შეიარაღებით ეხმარება

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მინსკის ჯგუფი სომხეთს შეიარაღებით ეხმარება.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობის და განვითარების პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა 18 ოქტომბერს განახლებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

„აზერბაიჯანი სომხური ოკუპაციისგან საკუთარი მიწების გათავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ერდოღანმა.