რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-მა თურქეთს „F-35“-ის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციების ნაცვლად „F-16“ ტიპის გამანადგურებლები შესთავაზა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-მა თურქეთს „F-35“-ის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციების ნაცვლად „F-16“ ტიპის გამანადგურებლები შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-მა თურქეთს „F-35“-ის პროგრამაში ჩადებული ინვესტიციების ნაცვლად „F-16“ ტიპის გამანადგურებლები შესთავაზა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთს კვლავ სურს პროგრამაში მონაწილეობა და აღნიშნულის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა აშშ-ის მიერ შეთავაზებული „F-16“-ების შეძენა ქვეყნის საჰაერო დაცვის პოტენციალს მნიშნელოვნად გააძლიერებს.

„F-35“-ის პროგრამაში თურქეთის ინვესტიცია 1,4 მილიარდ დოლარს შეადგენს და მიზნად ისახავდა 100 ერთეული „F-35“-ის ტიპის ავაიაგამანადგურებლების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, თურქეთმა აშშ-ს საკუთარი ინვესტიციების ნაცვლად, 40 ერთეული „F-16“ ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა და საჰაერო ძალებში არსებული 80 ერთეული ავიაგამანდგურებლის მოდერნიზება სთხოვა.

„F-35“-ის პროგრამიდან თურქეთის გაყვანა აშშ-მა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თურქეთმა რუსეთისგან „S-400“ ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძინა. აშშ არაერთხელ დაემუქრა თურქეთს სანქციებით, თუ კვლავ შეისყიდიდა რუსული წარმოების იარაღს, თუმცა ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების შეძენას კვლავ გეგმავს.