რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება სერიოზული მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, თუმცა ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ასუსტებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება სერიოზული მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, თუმცა ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ასუსტებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება დიალოგისა და სერიოზული მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.

თუმცა, მისივე თქმით, ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას ასუსტებს.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.

ერდოღანის შეფასებით, დაუშვებელია, ისრაელის უკომპრომისო, მაქსიმალისტურმა და რადიკალურმა პოზიციამ დიპლომატიური გადაწყვეტილებები ჩაშალოს.

„არცერთი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა ღირებულად მიაჩნია, არ უნდა აგრძელებდეს იმ ცეცხლზე ნავთის დასხმას, რომელიც ისრაელმა ჩვენს რეგიონში უსამართლოდ გააღვივა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.