„რეინჯერნიუსი“ შოთა არველაძეზე - თუ ტრიუმფი ახალ სეზონებშიც გაგრძელდა, შესაძლოა, ევროპაში მიიწვიონ
„რეინჯერნიუსი“ შოთა არველაძეზე - თუ ტრიუმფი ახალ სეზონებშიც გაგრძელდა, შესაძლოა, ევროპაში მიიწვიონ

შოტლანდიურმა ინტერნეტპორტალმა „რეინჯერსნიუსმა“ გლაზგოს „რეინჯერსის“ ყოფილი ვარსკვლავის, შოთა არველაძის სამწვრთნელო საქმიანობას წერილი მიუძღვნა და მისი ევროპაში დაბრუნების შესაძლებლობა ახსენა.

„გლაზგოს „რეინჯერსის“ ყოფილი ვარსკვლავი არველაძე უზბეკეთში, ტაშკენტის „პახტახორის“ მწვრთნელის როლში შესანიშნავი მენეჯერია. ქართველი ოთხი წლის განმავლობაში პოპულარული მოთამაშე იყო „აიბროქსზე“, სადაც 2001-2005 წლებში საქმიანობდა. ამ პერიოდში კლუბისთვის გაიტანა 44 გოლი და ხუთი ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ – ჩემპიონის წოდება. კარიერის შემდეგ არველაძე ჩაეფლო სამწვრთნელო საქმიანობაში, იმავე წელს გახდა „ალკმაარის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. მას შემდეგ მუშაობდა თურქულ კლუბებში, „კაისერში“, „ქაშიმფაშაში“, „ტრაბზონში“, ასევე ისრაელის გრანდ თელავივისმაკაბში“, ამჟამინდელ გუნდთან, სადაც წარმატების მისაღწევად სულ მცირედი აკლდებოდა. ტაშკენტის „პახტაკორთან“ ერთად, საქმე სხვაგვარად აეწყო“, – წერს ვებგვერდი.

რეინჯერნიუსი“ არველაძის უზბეკურ წარმატებაზე წერს: „არველაძემ 2017 წელს უზბეკეთის დედაქალაქის კლუბი ჩაიბარა. მას შემდეგ „პახტაკორის“ მეტოქის, „ლოკომოტივის“ დომინირება დამთავრდა. 2019 წელს „პახტახორმა“ უზბეკეთის სუპერლიგა და უზბეკეთის თასი მოიგო და მზად არის, იგივე ამ სეზონშიც გაიმეოროს. მიმდინარე სეზონში პახტახორმა ათი თამაში ჩაატარა და მეორე ადგილზე მყოფ „ოლმალიკს“ ერთი ქულით ასწრებს“.

ინტერენეტგამოცემა ვარაუდობს, წარმატებულ ქართველ სპეციალისტს ევროპაში გაიხსენებენ: „უზბეკური ლიგა საერთაშორისო დონეზეა ცნობილი არაა, მაგრამ, როგორც ჩანს, არველაძემ მენეჯერული წარმატების საიდუმლოება აღმოაჩინა. ახალ სეზონებში შემდგომმა ტრიუმფმა, შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ არველაძეს დასავლეთ ევროპის უფრო მაღალი დონის ლიგაში სამუშაო შესთავაზონ“.