რეიესის ავტოკატასტროფაში დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა
რეიესის ავტოკატასტროფაში დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა

2019 წლის პირველ ივნისს ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში გარდაიცვლა. მისი დაღუპვიდან რამდენიმე თვეში ესპანეთის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა ავარიის მიზეზი.

როგორც გაირკვა, როდესაც რეიესი საკუთარი მერსედესით 187 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, ზუსტად იმ დროს უკანა მარცხენა საბურავი გასკდა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. რეიესთან ერთად ავტომობილში მისი ორი ბიძაშვილი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორემ კი მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.

ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტოფარეხში რეიესის ბიძაშვილმა ზუსტად ის ბორბალი გამოცვალა. ესპანელი ფეხბურთელი 35 წლის იყო.