„რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“ 21 ივლისს გაიხსნება
„რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“ 21 ივლისს გაიხსნება

„რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი“ 21 ივლისს გაიხსნება.

ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას თქმით, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, სპექტაკლები და პერფორმანსები მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და საგამოფენო დარბაზებში ჩატარდება.

„თეატრის ავარიული შენობის გამო, იძულებული გავხდით, სპექტაკლების მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილმდებარეობა შეგვერჩია. ბევრი სპექტაკლის ჩამოტანაზე უარი ვთქვით, რადგან შესაბამისი ინტერიერი არ არის. ასევე გვექნება გასვლა ქუთაისში, ბათუში, ოზურგეთსა და ურეკში. ფესტივალი წელს იმითაც იქნება გამორჩეული, რომ უცხოელი სპეციალისტები მსახიობებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ“, – განაცხადა ფესტივალის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი რეგიონული თეატრალური დასები, ასევე ინგლისიდან, პოლონეთიდან, უკრინიდან და ირანიდან მოწვეული სტუმრები. ფესტივალი დატვირთული იქნება მასტერკალებით, სემინარებითა და პრეზენტაციებით, რისთვისაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და ლატვიიდან თეატრალური პედაგოგები და რეჟისორები მიიწვიეს.

ფესტივალი 30 ივლისის ჩათვლით გაიმართება.