რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილება გამარტივებული წესით განიხილეს. საკითხი სხდომაზე რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ზურაბ იაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, მოქმედი რედაქციით, აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 159-ე მუხლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის პირველ იანვრამდე პერიოდი. კანონში ცვლილების შედეგად კი 159-ე მუხლის მოქმედების ვადა 2031 წლის პირველ იანვრამდე გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განახორციელონ და დაასრულონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვადის გაგრძელება პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი აუცილებელი სამუშაოების ხანგრძლივობასა და ინტენსივობას უკავშირდება.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.