რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ანგარიშს მოისმენს
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ანგარიშს მოისმენს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანგარიშს წარადგენს. ანგარიში ეხება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმას ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, რეფორმის მიზანია, მმართველობის ახალი პრინციპების დანერგვა და სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანად ხარჯვა.

საკითხზე მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კაკაურიძე იქნება.

„ხორციელდება რეფორმა საქართველოს შიდა ფინანსების კონტროლის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებში და ავტონომიურ რესპუბლიკებში. რეფორმის მიზანი გახლავთ კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა, სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანად ხარჯვა და განკარგვა, ანუ იმგვარი მოდელის დანერგვა, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ამ მიზნით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის საზედამხედველო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშს მოვისმენთ აღნიშნული რეფორმის მიმდინარეობასთან, მის ეფექტურობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.