რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდა

18:17, 07.04.2025

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდა.

ცვლილებების მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით – ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი იქნება.

მსგავსი