რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს ახალი სახელმწიფო რწმუნებული სოსო ალიბეგაშვილი წარუდგინა
რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული სოსო ალიბეგაშვილი წარუდგინა.
მამუკა მდინარაძემ სოსო ალიბეგაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მუნიციპალიტეტებთან ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.