რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევასთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევასთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების პერსპექტივებზე ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს და პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტთან რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის შესახებ „ფართო დისკუსიები“ გამართა.

მისი თქმით, ფეზეშქიანს ინფორმაცია მიაწოდეს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, იშაკ დარის და არმიის ხელმძღვანელის, ფელდმარშალ ასიმ მუნირის დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რათა შეერთებულ შტატებთან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და სხვა ისლამურ სახელმწიფოებთან ერთად იმუშაონ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

შარიფმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ერთობლივად მოიძებნოს საომარი მოქმედებების დასრულების სიცოცხლისუნარიანი გზა.

განცხადების თანახმად, ფეზეშქიანმა შეაქო პაკისტანის სამშვიდობო ძალისხმევა და ხაზი გაუსვა ნდობის აღდგენის აუცილებლობას დიალოგისა და შუამავლობის ხელშეწყობის მიზნით.