რეგიონებში მოხალისეების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს
რეგიონებში მოხალისეების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს

აჭარაში მცხოვრები რისკ ჯგუფში შემავალი მოქალაქეებისათვის- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა პენსიონერების, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე, სარეცელს მიჯაჭვული პირებისთვის სასურსათო კალათისა და პირველადი მედიკამენტების მიწოდებას აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მოხალისეები უზრუნველყოფენ.

ცენტრი წითელ ჯვართან ერთად მოახდენს მოხალისეების მობიზილებისა და დისტანციურად გადამზადებას, ასევე აღჭურვის პროცესს.

მოხალისეობის მსურველებს რეგისტრაცია ცენტრის ფეისბუქ გვერდზე შეეძლებათ.

სასურსათო კალათისა და მედიკამენტების გადაცემის ინიციატივა აჭარის მთავრობას ეკუთვნის.

რეგიონში დაახლოებით 6400 მოქალაქე მიიღებს დახმარებას, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასს არ აღწევს.

მოხალისეების ჯგუფი, რომლებიც რისკ ჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს დაეხმარებიან, შექმნილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც.

მათ დღეს ზუგდიდის მერიაში საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალმა ტრენინგი ჩაუტარა.

ტრენინგის მიზანია, მოხალისეებისთვის იმ რეკომენდაციების მიწოდება, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

მოხალისეებმა უნდა უზრუნველყონ: უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთის საკვები პროდუქტის შინმიტანა;

საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგების პროცესში ჩართვა; ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლება;

საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სამუშაოების განხორციელება.