რეგიონულ ჰოსპიტალში მყოფი აქციაზე დაშავებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთს დღეს პალატაში გადაიყვანენ
რეგიონულ ჰოსპიტალში მყოფი აქციაზე დაშავებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთს დღეს პალატაში გადაიყვანენ

რეგიონულ ჰოსპიტალში აქციაზე დაშავებული სამი პაციენტი რჩება, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა სტაბილურია და დღეს პალატაში გადაიყვანენ.

ამასთან, როგორც რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ განაცხადა, ინტენსიური მოვლის პალატაშია ორი დაშავებული.

„ერთი პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა თავისა და თვალის ტრავმა, უკვე იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში და საღამოს გადავა საპალატე რეჟიმში. მას წარმატებით ჩაუტარდა ნეიროქირურგიული და თვალის აღდგენითი ოპერაცია. ინტენსიური მოვლის პალატაში რჩება ორი პაციენტი, რომელთაგან ერთს ყოველდღიურ რეჟიმში აღენიშნება დადებითი დინამიკა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნის პროცესშია, თუმცა, ჯერ ისევ რჩება აპარატზე. მესამე პაციენტი კი, რომელიც შემოსვლის მომენტიდან სტაბილურად მძიმეა, კვლავ განაგრძობს ინტენსიურ პალატაში მართვით სუნთქვაზე მკურნალობას, მას გაუარესება არ აღენიშნება“, – განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.