„რედკოს დასახლებაში“ ქსელის დაზიანებით გამოწვეული პრობლემის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
„რედკოს დასახლებაში“ ქსელის დაზიანებით გამოწვეული პრობლემის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

რედკოს დასახლებაში“ ქსელის დაზიანებით გამოწვეული პრობლემის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღდგენის პროცესში ჩართული საავარიო ჯგუფები და სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ექსპერტები წყალმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ.

„ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მობილიზებულია შესაბამისი საავარიო ჯგუფები და ტექნიკა, ვითარების დროულად გამოსასწორებლად.

გუდაურში, „რედკოს დასახლებაში“ ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის სისტემის დაზიანების აღმოსაფხვრელად მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ. სათავო ნაგებობის წყლის მარაგის შესავსებად დამატებითი მილის გაყვანის და წნევის რეგულირების სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოების განხორციელებას ართულებდა ღამის საათებში გაუარესებული კლიმატური პირობები“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.