რეჟისორ სანდრო კობერიძის ფილმი გერმანელმა კინოკრიტიკოსებმა საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად აღიარეს
რეჟისორ სანდრო კობერიძის ფილმი გერმანელმა კინოკრიტიკოსებმა საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად აღიარეს

ბერლინში, ქართველი რეჟისორის, სანდრო კობერიძის სადებიუტო ნამუშევარი „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ (Let The Summer Never Come Again) გერმანელმა კინოკრიტიკოსებმა საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად აღიარეს.

სანდრო კობერიძის ფილმმა უკვე იზეიმა გამარჯვება მარსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ახლახანს კი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.

„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ ჩილეში Valdivia International Film Festival-ზე იყო წარდგენილი, სადაც მან ჟიურის პრიზი დაიმსახურა.

ქართველი რეჟისორის სადებიუტო ფილმი გერმანულ-ქართული კო-პროდუქციაა, რომელიც სანდრო კობერიძემ საქართველოში გადაიღო.

ფილმში მთავარ როლს გიორგი ბოჭორიშვილი ასრულებს.