რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, არ ყოფილა არანაირი გართულება, ლაბორატორიული პარამეტრები არის გაუმჯობესებული
რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, არ ყოფილა არანაირი გართულება, ლაბორატორიული პარამეტრები არის გაუმჯობესებული

რეანიმატოლოგ ინეზა სულამანიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დრომდე არანაირი გართულება არ ყოფილა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული პარამეტრებელი გაუმჯობესებულია და დაკვირვება გრძელდება.

„ყველა იმ დატვირთვას იტანს, რასაც ქალბატონი ელენე გიორგაძის რეკომენდაციით ვაძლევთ. შესაბამისად, არანაირი გართულება ამ ორი დღის განმავლობაში არ ყოფილა. დაკვირვება ისევ გრძელდება და გრძელდება ქალბატონი ელენეს მეთვალყურეობით, ის აკონტროლებს ყველა ულუფას საათობრივად, შემადგნელობას და დამზადების ტექნოლოგიას. რამდენიმე დღე არის საყურადღებო, მაგრამ შეგვიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე გართულება არ გვქონია. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია მისი თვითშეგრძნება, ის ძალიან მადლობელია იმ დახმარებისთვის, რასაც იღებს, არის დამჯერი პაციენტი. მისი ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი დღეებიც გართულების გარეშე ჩაივლის“, – განაცხადა ინეზა სულამანიძემ.

ექიმის განმარტებით, ყველა პროცედურა მშვიდ რეჟიმში ხორციელდება.

„ყველაფერი დარეგულირებულია, კომუნიკაცია შედგა და ყველაფერი მიდის მშვიდ, ძალიან ჰუმანურ რეჟიმში. ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრით არის კმაყოფილი. დღეს უკვე ყველაფერი რიგზეა, მისი ემოციური მდგომარეობა ნორმალურია და არ აფორიაქებულა დღეს არც ერთ პროცედურაზე, რაც მას ჩაუტარდა. ფანჯრის გაღების საშუალებას, რასაკვირველია, აძლევენ და ვფიქრობ, ეს დისკომუნიკაციის თემები არ არის, ყველაფერი მოგვარებულია“, – აღნიშნა  ინეზა სულამანიძემ.