მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაინტერესებულია მთავარ მწვრთნელად „რივერ პლეიტის“ დამრიგებლის მარსელო გალიარდოს მიწვევით.
“მადრიდში დღეს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესი ძალიან მონდომებულია გალიარდოს დანიშვნით. მან ზინედინ ზიდანი უნდა შეცვალოს“, – დაწერა თავის „ტვიტერში” „მუნდო დეპორტივოს“ ჟურნალისტმა მაქსიმილიანო პალმამ.
45 წლის მარსელო გალიარდო „რივერ პლეიტში“ 2014 წლიდან მუშაობს. არგენტინულ კლუბთან ერთად მან ორჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი.
რამდენიმე დღის განმავლობაში, „რეალმა“ ჯერ წააგო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალი, შემდეგ კი ესპანეთის თასის 1/16 ფინალი დათმო რანგით მესამე დივიზიონის ბინადარ „ალკოიანოსთან“.